ვახტანგ ჩოჩია: ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ წარმატებით დასრულდება
„სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ამ საკითხზე ქილიკი სრულიად უსაფუძვლო იყო,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით აცხადებს.
„თქვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სისტემის ხელმძღვანელიც კი საუბრობს „დიფ სთეითის” გავლენებზე და მისი დაძლევის გზებზე. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ბრძოლა, რომელიც გამოაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “დიფ სთეითის” წინააღმდეგ, წარმატებით დასრულდება“, – აცხადებს ჩოჩია.