შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი

,,აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი აღნიშნული პოსტით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კობა ხაბაზის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ყველა ნაბიჯი რუსულია“.

„ნაცმოძრაობის მომთაბარე შაპიტოს ეს წევრი, რომელმაც უკრაინის ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ყველა დაამარცხა და ახლა საქართველოზე გადმოერთო, ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები