დავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ
,,ქართული ოცნების” წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება.
„64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს ელოდებათ მძიმე მარცხი „ქართული ოცნებისგან“. იმისდა მიუხედავად, რა კონფიგურაციით იქნებიან რადიკალები წარმოდგენილი, როგორც სცენარს დადგამს საბოლოოდ მათი პატრონები საქართველოში, ყველას, ვინც შეეცდება ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე სათანადოდ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, არჩევნების გზით გარკვეული პაექრობა შესთავაზოს, ბუნებრივია, მძიმე მარცხი ელოდებათ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.