“თვითმმართველობის არჩევნებისთვის საშტაბო ჩვენ მზადება უკვე დიდი ხნის დაწყებული გვაქვს” – ლევან მაჭავარიანი

“თვითმმართველობის არჩევნებისთვის საშტაბო ჩვენ მზადება უკვე დიდი ხნის დაწყებული გვაქვს. ჩვენ ყოველთვის თვეებით ადრე ვიწყებდით მომზადებას, ვიდრე რადიკალური ოპოზიციური პარტიები. წინა წელს ფაქტობრივად მზადებაც არ დაუწყიათ, გარედან ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ. შიდა კონკურენცია არსებობს, ვინაიდან ყველას სურს, რომ იყოს „დიფ სთეითის“ ფავორიტი. ფავორიტს აქვს უფრო მეტი დაფინანსება, სარგებლობს უფრო მეტი პრივილეგიით. ეს ერთის მხრივ არის დადგმული სპექტაკლი იმისთვის რომ გამიჯნონ, თითქოს გახარიას და ხაზარაძის პარტია ცალკე ძალებს წარმოადგენენ. სპექტაკლის გარდა აქ ბუნებრივი პროცესიც მიმდინარეობს, შიდა კონკურენცია და შიდა კონკურენცია და დაპირისპირება ამ ფავორიტებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები