“შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში მიმდინარეობს შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც ფსიქოლოგები და სასულიერო პირები წარმართავენ” – საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში მიმდინარეობს შეხვედრები ადიქციის, ფსიქოსოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც წარმართავენ ფსიქოლოგები და სასულიერო პირები.
საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველ ჯერზე მრავალი მოზარდი ესწრება და ამ დროისთვის მათი რიცხვი 5000-ზე მეტს აღწევს.
“შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 24 ივლისს შაორის ბანაკში შედგა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა და ფსიქოლოგმა ზაზა კალანდარიშვილმა გამართეს ერთობლივი ლექცია ალკო, თამბაქო და გაჯეტ დამოკიდებულების, ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ”, – წერია ინფორმაციაში.