გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 12 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

ორ შემთხვევაში კი, მოქალაქეები, ჯამში, 5,7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები