კულტურის სამინისტრო 60 წლის იუბილეს ულოცავს „ერისიონის“ დირექტორს – ივანე ჩხაიძეს
საქართველოს კულტურის სამინისტრო 60 წლის იუბილეს ულოცავს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ დირექტორს – ივანე ჩხაიძეს და ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
ივანე ჩხაიძე, თითქმის 40 წელია, ანსამბლ „ერისიონში“ მოღვაწეობს. თავდაპირველად იყო მსახიობ-მომღერალი და სოლისტი, შემდეგ – პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი. მის სახელს უკავშირდება „ერისიონის“ არაერთი წარმატებული პროექტი საქართველოსა თუ უცხოეთში.
ქართული ფოლკლორის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ხელოვანს მიღებული აქვს ღირსების ორდენი.