ინფრასტრუქტურის მინისტრი ხაშურში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე  ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ინფორმაციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

წყალმომარაგება და წყალარინება მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ზემო და ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხას წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს 200 კმ სიგრძის ახალი წყალმომარაგების და 45 კმ სიგრძის წყალარინების ქსელის მოწყობას.

დღეისათვის უკვე დასრულებულია:

176 კმ წყალმომარაგების ქსელი

37 კმ წყალარინების ქსელი

სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ამასთან, მიმდინარეობს:

ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მშენებლობა

წყალარინების გამწმენდი ნაგებობის დაგეგმვა, რომლის ტერიტორიაზეც მზის პანელები დამონტაჟდება – ისინი სისტემის ენერგომომარაგებას უზრუნველყოფენ

პროექტის დასრულების შედეგად, წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემით 40 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. მისი საერთო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და მას ფინანსურ მხარდაჭერას საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი უწევენ.

განათლების ინფრასტრუქტურა

მინისტრმა დაათვალიერა ახლად რეაბილიტირებული დავით კაკიაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლა, რომელიც 440 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა 70-იან წლებშია აშენებული და განახლდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:

მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები

სპორტული მოედნები და ეზოს ინფრასტრუქტურა

დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები

განხორციელდა ენერგოეფექტურობის სამუშაოები

სკოლის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 5.2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

საბავშვო ბაღების მშენებლობა

მიმდინარეობს ხაშურის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ცხრამუხაში შენდება ახალი ბაღი 100 აღსაზრდელზე გათვლით. ორივე პროექტი ორიენტირებულია უსაფრთხო და განვითარებაზე ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე.

განახლებული სივრცეები იქნება სრულად ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და მოიცავს:

კომფორტულ სასწავლო ოთახებს, სველ წერტილებს სათამაშო და რეკრეაციულ ზონებს, კეთილმოწყობილ ეზოს და ყველა საჭირო კომუნიკაციას.

მინისტრ სოხაძესთან ერთად სამუშაოებს გაეცნენ მისი მოადგილეები ვახუშტი ბაგრატიონი და გიორგი კობერიძე, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები