“ნაცი” ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება “ნაცი” და ყოველთვის იბრძოლებს საქართველოს წინააღმდეგ” – არჩილ გორდულაძე

“ნაცი” ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება “ნაცი” და ყოველთვის იბრძოლებს საქართველოს წინააღმდეგ, თუ ასეთი იქნება დავალება გარედან”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ზუსტად ქართველი ხალხის და ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებს იღებენ ეს ადამიანები”.

“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა წარსულშიც, იცოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიც, რეალურად, ციფრებს, ნომრებს და მათ პარტიულ სიმბოლიკას და ფერებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნაცი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ნაცი და ყოველთვის იბრძოლებს საქართველოს წინააღმდეგ, თუ ასეთი იქნება დავალება გარედან და სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ზუსტად ქართველი ხალხის და ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებს იღებენ ეს ადამიანები”, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები