აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის, – ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
“იუნესკო მუშაობს სოციალური და კულტურული საკითხების წინ წასაწევად და დიდ ყურადღებას ამახვილებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომელიც საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ, იდეოლოგიურ დღის წესრიგს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საგარეო პოლიტიკას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. იუნესკოს გადაწყვეტილება „პალესტინის სახელმწიფოს“ წევრ სახელმწიფოდ მიღების შესახებ უაღრესად პრობლემურია, ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას და ხელს უწყობს ორგანიზაციის შიგნით ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას”,- წერია განცხადებაში.
“იუნესკოს” კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ორგანიზაციიდან გასვლა ძალაში 2026 წლის 31 დეკემბერს შევა. მანამდე კი შეერთებული შტატები “იუნესკოს” სრულუფლებიან წევრად დარჩება.