“არც პოლიტიკური და, განსაკუთრებით, არც სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება იყოს მიღებული” – კირცხალია

“არანაირი, არც პოლიტიკური და განსაკუთრებით არც სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ზოგადად, ამ თემის განხილვაც რომ დაიწყეს, ესეც დიდი უსამართლობაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

კირცხალიას თქმით, ევრობიუროკრატები ვიზალიბერალიზაციის თემას მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებენ.

“შეგვიძლია, ჩვენს საზოგადოებას 2020 წლის შემდეგი რეტროსპექტივაც გავახსენოთ, რომელიც მიმართული იყო ერთადერთი მიზნისკენ – რევოლუციური გზით მოსულიყო, ვასალური, ყურმოჭრილი, მონათა გაერთიანება, აგენტურული ქსელი. ეს იყო მათი მცდელობა და ეს იყო მათი ინსტრუმენტები, თუნდაც ავიღოთ მოლაპარაკებების არ გახსნა, სტატუსის მინიჭების დაგვიანება, შემდეგ ამის ირგვლივ უამრავი ცრუ ნარატივი და ცრუ პროპაგანდა. ეს არის სწორედ ის ბინძური ინსტრუმენტები, რომელიც ხელში უჭირავთ. ახლაა ვიზალიბერალიზაციის თემა და კიდევ ერთხელ მინდა გავმეორდე, არანაირი, არც პოლიტიკური და განსაკუთრებით არც სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ შეჩერების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, არამედ ზოგადად ამ თემის განხილვაც რომ დაიწყეს, ესეც დიდი უსამართლობაა”, – ამბობს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები