“ალეკო ელისაშვილის დამარცხებული არ გაიშვა“ – არჩილ გორდულაძე
“გარედან მართული აგენტურა ისევ ქართველ ხალხს უცხადებს პროტესტს. ადამიანებს აქციებს უტარებენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთო, სამწუხაროდ, მათ არც სათქმელი აქვთ და თავიანთი არსებობის გამართლებას ცდილობენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატი ამბობს, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ სახელოვნად დაამარცხებს.
„ვნახეთ, რომ ერთმა ოპოზიციონერმა სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ იშიმშილა, ვერც გახდა და შიმშილობას დაანება თავი. სამწუხაროდ, მათ არც სათქმელი აქვთ და თავიანთი არსებობის გამართლებას ცდილობენ. ვნახეთ, რომ გახარია -„ლელოს“ გარეცხვას ცდილობდნენ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ სახელოვნად დაამარცხებს. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მათი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნებოდა. ალეკო ელისაშვილის დამარცხებული არ გაიშვა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.