“ევროკავშირისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირს თვითონ აღარ აქვს საშუალება იმის, რომ მიიღოს ახალი წევრები და მოხდეს გაფართოება” – ბიძინა გიორგობიანი
“ევროკავშირისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირს თვითონ აღარ აქვს საშუალება იმის, რომ მიიღოს ახალი წევრები და მოხდეს გაფართოება, განსხვავებით იმ სიტუაციიდან, რომელიც ევროკავშირში იყო დაახლოებით ათი წლის წინ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა.
„მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა ჰერჩინსკი, როგორ გვექცევა ჩვენ ევროკავშირის ბიუროკრატია, ხელისუფლება ბოლო რამდენი წელია, უკვე გაიძახის, რომ აი ჩვენ ვართ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ, ჩვენ ღირსებით შევალთ ევროპაში და ა.შ. მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, ამაზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი.
ჩვენი განცხადება არის განცხადება იმის, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს ის დიდი ტყუილი, რომელშიც საქართველოს აცხოვრებენ უკვე რამდენიმე ათეული წლებია. გეოგრაფიულად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ევროკავშირში ჯერჯერობით ვერ შევალთ. ვერ შევალთ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ამის არც სურვილი, არც საშუალება და ამას ვხედავთ რეალურად, რომ ეს ასეა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.