ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში
,,ევრობიუროკრატები ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ცდილობენ ქაოსური ფონი შექმნან, რათა რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშორონ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ომი კიდევ იწელება და არავის იმის პროგნოზი არ შეუძლია, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ტრამპს ბევრი მცდელობა ჰქონდა ამის შესაჩერებლად, ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ გამოსდის, აქედან გამომდინარე ის ინტერესი, რა ინტერესიც საქართველოს მიმართ არსებობდა, ეს ინტერესი არსად გამქრალა და პირიქით.
შესაბამისად, ევრობიუროკრატები ცდილობენ რომ, ამ შემთხვევაში უკვე ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში. რაღაც ქაოსური ფონი შექმნან, რომ იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და „ქართული ოცნება“ ჩამოაშორონ ხელისუფლებას, ვინაიდან, უკვე სამწელნახევარზე მეტი გავიდა და დარწმუნდნენ ევრობიუროკრატები, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებენ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.