თენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირი სუვერენიტეტის დათმობას ითხოვს, ჩვენ ვამბობთ, რომ სუვერენიტეტს, თავისუფლებისთვის სწრაფვას და უსაფრთხოებაზე ზრუნვას ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის
,,ევროკავშირი ძალიან მარტივ რამეს ითხოვს: სუვერენიტეტის დათმობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს სუვერენიტეტს, თავისუფლებისათვის სწრაფვას და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის”,- ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არცერთ ნაბიჯს არ გადაიდგმება.
„სასწორის ერთ პინაზე დევს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და არსებობა. საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ. მათი ყველა მოწოდება საქართველოს ინტერესების საზიანოა. არა მხოლოდ ოდნავ საზიანო, არამედ ეგზისტენციური საკითხია და ჩვენს ყოფნა-არყოფნის საკითხებს ეხება, ამიტომ ამას არ გავითვალისწინებთ. ევროკავშირი ძალიან მარტივ რამეს ითხოვს: სუვერენიტეტის დათმობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს სუვერენიტეტს, თავისუფლებისათვის სწრაფვას და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის. ყველა პუნქტი დავასაბუთეთ, რომ ყველა ეს საკითხი უდიდესი საფრთხის წინაშეა. ყველაფერი იწონება. ქართველი ერი თუ გვეტყვის, რომ რომელიღაც სხვა საკითხი უფრო წონადია, ვიდრე ჩვენი დამოკიდებულება და უსაფრთხოება, მაშინ კი, ბატონო. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ეს ვინმე სხვამ გააკეთოს, მიიყვანოს ქართველები კატასტროფამდე, ეროვნული დამოუკიდებლობის დათმობამდე და სუვერენიტეტის ნიველირებამდე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.