ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულობის იარლიყის მიწებების კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე – მათი გარე პატრონები, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები

“პრორუსულობის იარლიყის მიწებების კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში ვკითხულობთ.

პრემიერის განცხადებით, ქართული ხელისუფლებისთვის პრორუსული იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – „ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში“.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსული იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი“, – წერს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები