თენგიზ შარმანაშვილი – გიორგი გიგაშვილის განცხადებაზე: ტრამპს ართმევდნენ რამეს, მხოლოდ 2 გენდერიაო – რომ განამტკიცა იურიდიულად? რას ართმევდნენ ტრამპს, არასრულწლოვნებში სქესის შეცვლა და ამის პროპაგანდა რომ აკრძალა? აკაცუკების პასუხი არ მაინტერესებს, ხმამაღლა თქვან აზრი რადიკალმა პოლიტიკოსებმა

“ტრამპს ართმევდნენ რამეს, მხოლოდ 2 გენდერიაო – რომ განამტკიცა იურიდიულად, თუ შეცდა ? რას ართმევდნენ ტრამპს, არასრულწლოვნებში სქესის შეცვლა და ამის პროპაგანდა რომ აკრძალა, თუ შეცდა ? რას ართმევენ ტრამპს, ფარას რომ არ აუქმებს, თუ ცდება ? რას ართმევენ ტრამპს, აქციებზე ნიღბებით მისვლას რომ კრძალავს, თუ ცდება ? შეცდა ტრამპი, როდესაც USAID გააუქმა?”, – ასე ეხმიანება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პიანისტ გიორგი გიგაშვილის განცხადებას.

შარმანაშვილი პიანისტის ნათქვამს “იაფფასიან ლოზუნგს” უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ლოზუნგები აღარ გავა.

„ტრამპს ართმევდნენ რამეს, მხოლოდ 2 გენდერიაო რომ განამტკიცა იურიდიულად, თუ შეცდა ? რას ართმევდნენ ტრამპს, არასრულწლოვნებში სქესის შეცვლა და ამის პროპაგანდა რომ აკრძალა, თუ შეცდა ? რას ართმევენ ტრამპს, ფარას რომ არ აუქმებს, თუ ცდება ? რას ართმევენ ტრამპს აქციებზე ნიღბებით მისვლას რომ კრძალავს, თუ ცდება ? შეცდა ტრამპი როდესაც USAID გააუქმა ? აკაცუკების პასუხი არ მაინტერესებს, ხმამაღლა თქვან თავისი აზრი ამ თემაზე რადიკალმა პოლიტიკოსებმა. მიკიბულ-მოკიბული არ გინდათ, უპასუხეთ, ცდება ტრამპი და რაღაცები ეჩვენება ? დუმილიც პასუხი იქნება. ეს იაფფასიანი ლოზუნგები აღარ გავა!“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები