მდინარაძე – გაბარდის გამოქვეყნებულ მტკიცებულებებზე: პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება!”

მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მდინარაძე, ტულსი გაბარდის მიერ იმ მტკიცებულებების გამოქვეყნებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც 2016 წელს ობამამ ტრამპს რუსეთთან კავშირი დააბრალა და არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოიგონა.

“არა რუსულ …” – სამი წერტილის ნაცვლად რას და ვისაც გინდა ჩასვამ და სულ ეს არის მდაბიო პიარი პრორუსულობის შესახებ, რომლითაც უნდათ მთელი მსოფლიო დაიმონონ, მათ შორის ქართველი ხალხი.

პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება!”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები