გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით კოლეჯების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას გულისხმობს, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია. ამ მიმართულებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა შემუშავდეს კიდევ უფრო ეფექტიანი პარტნიორობის მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა აქტუალური საკითხები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

კოლეჯ “აისში” გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები