არჩილ გორდულაძე – გიორგი გახარიამ გამოძიებას უნდა გასცეს პასუხი, 20 ივნისის მოვლენებზე რაზე აიღო პასუხისმგებლობა
„გიორგი გახარიამ გამოძიებას უნდა გასცეს პასუხი, 20 ივნისის მოვლენებზე რაზე აიღო პასუხისმგებლობა,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„რა ვიცით და რა ვნახეთ 20 ივნისს? ერთ მხარეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იდგა, რომელიც ძალადობდა, მეორე მხარეს კი, გარედან მართული გახარია იყო, რომელიც ამბობს, რომ სრულად იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას. გამოძიების ფარგლებში უნდა გასცეს პასუხი, რაზე აიღო პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.