ირაკლი ზარქუა: უმცირესობების უფლებები საქართველოში დაცულია და ისე არის დაცული, რომ მსოფლიოს ხუთეულში შედის

,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის დეტალურ ანგარიშგებას გამოეხმაურა.

,,უარგუმენტო პრეტენზიები რომ აქვთ ადგილობრივ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ევროპიდან, ამ კვლევაშიც კი ნათელია. დიახ, უმცირესობების უფლებები საქართველოში დაცულია და ისე არის დაცული, რომ მსოფლიოს ხუთეულში შედის. იმიტომ რომ, ჩვენ გვაქვს მიღებული კანონი, ზოგადად ტოლერანტული სახელმწიფო ვართ და აქ, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ეთნოსის, მრწამსის, რჯულის ადამიანები მშვიდობიანად ვცხოვრობდით და მომავალშიც ვიცხოვრებთ, მათ შორის განსხვავებული ორიენტაციის თუ ხედვის“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის სრული დეტალური საანგარიშგებო მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

უმცირესობის უფლებების ინდექსის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 74.8% დააფიქსირა და მსოფლიოს 164 ქვეყნიდან 40 საუკეთესოს შორის 39-ე ადგილზე დაწინაურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები