არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პატიმარი ბაჩიაშვილის მხრიდან მიღებული დაზიანებების გამო სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პატიმარი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის საკანში დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
საპატიმროს თანამშრომლებმა შემთხვევა მალევე აღკვეთეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ბაჩიაშვილის მიერ ნაცემი პატიმარი ამჟამად 18 დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.