ლაღიძის გუნდი ევროპის ჩემპიონია

,,რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა უდიდესი წარმატება მოიპოვა — გუნდი European Choir Games & Grand Prix of Nations Aarhus 2025–ის გამარჯვებული გახდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ლაღიძის გუნდი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში გუნდმა 2 ოქროს მედალი, და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

,,კონკურსი 2025 წლის 28 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით გაიმართა დანიაში, ქალაქ ორჰუსში. ღონისძიება ევროპის ყველაზე მასშტაბური საგუნდო კონკურსია და მასში წელს მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის 130-ზე მეტმა გუნდმა.

ლაღიძის გუნდი წარმატებით წარდგა კონკურსზე და თავისი შესრულებით საერთაშორისო ჟიურისა და მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

გუნდის გამოსვლამ მსმენელს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა, ხოლო პროფესიონალიზმმა და ქართულმა მუსიკალურმა თვითმყოფადობამ გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.

Interkultur გერმანული საგუნდო საზოგადოებაა რომელიც 30 წელზე მეტია მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა საგუნდო კონკურსებს ატარებს. ისტორიაში პირველად კი შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რაც საქართველოსთვის და გუნდისთვის ისტორიული და ემოციური მომენტი იყო.
ლაღიძის გუნდის წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული მუსიკის საერთაშორისო წარმოჩენასა და ქვეყნის კულტურული იმიჯის გაძლიერებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები