ვახტანგ ჩოჩია ოპოზიციაზე: შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს გარედან წამოსული დავალება და მათ მოუწიოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება

„შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს გარედან წამოსული დავალება და მათ [„ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“] მოუწიოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამის გადასაზღვევად მიმართეს ცესკო-ს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

„ისინი ამბობენ, რომ ამ პროცესს ბოიკოტში ჩაუდგებიან და შესაბამისად არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობას, თუმცა თვითონ არ არიან დარწმუნებული საკუთარ გეგმებში, ვინაიდან შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს გარედან წამოსული დავალება და მათ მოუწიოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამის გადასაზღვევად მიმართეს ცესკო-ს, რომ შეინარჩუნონ საარჩევნო ნომერი და შემდგომ შეხედავენ, როგორც დასჭირდება დესტრუქციული პროცესების შემოტანას, იმის მიხედვით მოიქცევიან და იმოქმედებენ“, – აცხადებს ჩოჩია.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები