თამარ ჩიბურდანიძე: საფრანგეთი და იტალია მიხვდნენ, რომ ტრამპი ევროპის გაკოტრებას ცდილობს უკრაინისთვის იარაღის მიყიდვით, ევროპა უკვე მერამდენედ, ჩიხშია 

„ტრამპმა კარგად იცის, რომ უკრაინის ომი არ გაგრძელდება ამერიკული იარაღის გარეშე და სწორედ აქ წაუყენა თავისი მოთხოვნა – ევროპამ უნდა იყიდოს მისგან იარაღი უკრაინისთვის მისაწოდებლად,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და იმ ჩიხურ სიტუაციაზე საუბრობს, რომელშიც ევროპა აღმოჩნდა.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ევროპაში კრიზისი დღითი დღე იზრდება და პარალელურად მატულობს ხალხის უკმაყოფილებაც.

„დაუმთავრებელი უკრაინის ომი ამერიკის პრეზიდენტისთვის ურჩი ევროპის დამორჩილების საბაბი გახდა. ის აღარ აძალებს ევროპას ომის დამთავრებას. მიუშვა თავის ნებაზე, თუმცა, ჩაიჭრა იარაღის თემაში.

ტრამპმა კარგად იცის, რომ უკრაინის ომი არ გაგრძელდება ამერიკული იარაღის გარეშე და სწორედ აქ წაუყენა თავისი მოთხოვნა – ევროპამ უნდა იყიდოს მისგან იარაღი უკრაინისთვის მისაწოდებლად. საფრანგეთი და იტალია მიხვდნენ, რომ ტრამპი ევროპის გაკოტრებას ცდილობს უკრაინისთვის იარაღის მიყიდვით და უარი განაცხადეს. სავარაუდოდ, უარს იტყვიან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც.

ევროპის კონტინენტზე უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ისედაც დღითი დღე იზრდება და პარალელურად მატულობს ხალხის უკმაყოფილებაც. იარაღის შესყიდვაზე გადახდილ მილიონებზე კი, ევროპულ ქვეყნებში პერმანენტული აქციები დაიწყება. იარაღის გარეშე კი, უკრაინაში ომი ვერ გაგრძელდება. ევროპა უკვე მერამდენედ ჩიხშია. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, თუმცა, ამერიკა-ევროპის კატა-თაგვობანას თამაში სადღაც კუთხეში კატისთვის მსუყე ლუკმის წაჭერით დასრულდება, თუ მანამდე ეს ლუკმა რუსეთმა არ გაუყო ამერიკას,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები