გლდანის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და გლდანის გამგებლის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად, გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის №16-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფილი ცეკავშირის შენობაში) მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს. ინფორმაციას, აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის №16-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობით განხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური, ინფრასტრუქტურული, თუ სხვა ტიპის პროექტი უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებებით აქტიურად გრძელდება მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები