“ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება” – შალვა პაპუაშვილი
“ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდონარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
“ერთად, ცალ-ცალკე, პირველ მეორეზე გათვლით, თუ მეორე პირველზე გათვლით, მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში, კიდევ ერთხელ დამარცხდება. ესაა მათი დილემა და ამიტომაა, რომ ვერ გაუგიათ. ოთხი ბარიერგადალახული პარტია გაყვეს. ორს აღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას, ორი არ იღებს, რომ რაღაცნაირად ყველა ვარიანტი მოსინჯონ. სინამდვილეში მთავარი დილემა, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზღვარგარეთ უდგათ ისაა, რომ შევლენ არჩევნებში – დამარცხებიან, არ შევლენ – დამარცხდებიან. მათი ბოლო არის ერთ და იგივე. ამ ჩიხში თავისი თავი თვითონ ჩაიგდეს, უფრო სწორად, მათმა პატრონებმა ჩააგდეს. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ელჩს და მანდატებზე უარი თქვეს, ახლა მივიდნენ, იმ ელჩს მოჰკითხონ პასუხი. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს და ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს, წავიდნენ და იმ ევროპულ ბიუროკრატებს მოჰკითხონ. ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც სხვისი ვასალი ხდება. ზუსტად, როგორც ვასალს ექცევიან, ისე მოექცნენ საბოლოო ჯამში რადიკალურ ოპოზიციას. ხედავთ, რომ ჩვეულებრივად, თოჯინებივით ათამაშებენ”, – განმარტავს პაპუაშვილი.