„მერობის კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი პროცედურები როგორც პარტიული, ისე ცესკო-ში რეგისტრაციასა და განაცხადთან დაკავშირებული” – პაპუაშვილი

„მერობის კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი პროცედურები როგორც პარტიული, ისე ცესკო-ში რეგისტრაციასა და განაცხადთან დაკავშირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მოსახლეობა ამის შესახებ ყველაფერს დროულად შეიტყობს.

„ოთხი წლის წინ კახა კალაძეს დაანონსებამდე სილუეტი რომ ჰქონდა, ხალხი მარჩიელობდა, კალაძეს ვერ ცნობდა ამ სილუეტში. ასე რომ, დაელოდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა მოქალაქე ნახავს“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები