ეკა სეფაშვილი: ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს
„ხალხის ძალის” საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციის რიგებში მზარდ დაპირისპირებას პირდაპირ უკავშირებს იმას, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ.
როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, მოახლოებულ მარცხს რადიკალებიც გრძნობენ და მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.
„ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. ამას ისინი ძალიან კარგად გრძნობენ და ამიტომაა, რომ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთში სახვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილებაა,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.