ღაზის სექტორში, სულ მცირე ათი პალესტინელი დაიღუპა და 20-მდე დაიჭრა რაკეტის დარტყმის შედეგად, რომელიც, ისრაელის თქმით, სამიზნეს ასცდა.
გავრცელებული ცნობით, დარტყმა წყლის გამანაწილებელ პუნქტზე, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში მოხდა, რის შედეგადაც 6 ბავშვი დაიღუპა და 17 დაშავდა.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, დარტყმა მათ რეგიონში მყოფი „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლისთვის ჰქონდათ განზრახული, თუმცა, გაუმართაობის გამო, რაკეტა სამიზნედან ათობით მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
„ისლამური თავდაცვის ძალები ნანობს ნებისმიერ ზიანს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიუძღვის“, – ნათქვამია განცხადებაში.