ცოტნე ანანიძე: ოპოზიციას სჭირდება მსხვერპლი, მერაბიშვილის „ორი გვამის პოლიტიკა“ არ იცვლება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ტელეკომპანია „პირველის“ ,,ნიუსს” „ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება.
„ოპოზიციას სჭირდება მსხვერპლი, მერაბიშვილის „ორი გვამის პოლიტიკა“ არ იცვლება,“- წერს ცოტნე ანანიძე.
ცნობისთვის, ბათუმში ,,ქართული ოცნების” პარტიული ოფისი ბანერებით ააჭრელეს. ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე შენობის კარზე ივანიშვილის და პარტიის ადგილობრივი წევრების ფოტო სურათები გააკრეს. “ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?” – ვკითხულობთ ფოტოსურათებზე. სავარაუდოდ, ეს პერფორმანსი აჭარის ყოფილი მმართველის, თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.