ლევან მაჭავარიანი: ოთხივე რადიკალურ პარტიას სურს, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის“ ფავორიტი იყოს
„შიდა პაექრობა არის რა თქმა უნდა, შიდა კონკურენცია არსებობს; ოთხივე რადიკალურ პარტიას სურს, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის“ ფავორიტი იყოს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ვხედავთ როგორი რებრენდინგის პროცესი მიდის უშუალოდ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, ამ გარე აქტორების მხრიდან. ისინი ცდილობენ, რომ ლელო და გახარიას პარტია უფრო გამიჯნონ ნაციონალური მოძრაობისგან. ისინი კარგად ხვდებიან იმას, რომ წინა არჩევნებზე ხალხს შეასაღეს ვითომ პარტია „ახალი“, ეს ხალხმა არ მიიღო, რადგან ყველა ხვდება, რომ ერთი და იგივე ძალაზეა საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ აკეთებენ ფსონს, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ წაუშალეს ის წარსული რაც მათ მოჰყვებათ და ვერც წაუშლიან ვერასდროს, ამიტომ, ამ ორ პარტიაზე გააკეთეს ფსონი და მიმდინარეობს გამიჯვნის ეს სპექტაკლი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.