ნინო წილოსანი: ოპოზიციური გუნდის შიგნით დაპირისპირება მათ ბოლო ჟამზე მიანიშნებს

„ოპოზიციური გუნდის შიგნით დაპირისპირება მათ ბოლო ჟამზე მიანიშნებს,“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციაში დიდი დრამებია. სალომე ზურაბიშვილს რა თქმა უნდა ვერც ვერავინ ვერ გაუგო და არ გაუგეს, „ლელომ“ კი თავისებური ინტერპრეტაცია მისცა და კიდევ ერთხელ, ფარისევლურად გაამართლა თავისი გადაწყვეტილება. ოპოზიციური გუნდის შიგნით დაპირისპირება მიანიშნებს მათ ბოლო ჟამზე“, – აცხადებს წილოსანი.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. კრიტიკის ობიექტები კვლავ პარტია „ლელო“ და მისი ლიდერი გახდნენ. ელენე ხოშტარია სიცრუეს უწოდებს ბადრი ჯაფარიძის სტატუსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკომპრომისო ბრძოლის ნაწილია და დასტურად სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები