დავით მათიკაშვილი: სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ტექსტს, რომელიც ჯო უილსონის შესწორებების შემდეგ ტყუილებით იყო გაჯერებული

,,ეუთო-ს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ჯო უილსონის შესწორებების და დამატებების შემდგომ ტყუილებით იყო გაჯერებული, რა თქმა უნდა, ჩვენმა დელეგაციამ ამას მხარი არ დაუჭირა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფრის მკადრებელია.

„ყველაფერზე ხელმომწერი და ყველაფრის მკადრებელი არიან. ეუთო-ს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ჯო უილსონის მიერ გაკეთებული შესწორებების და დამატებების შემდგომ ტყუილებით იყო გაჯერებული. არადა, რეალურად იყო გარკვეული მოლაპარაკება, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ქართული მხარის ინიციატივით ამ ტექსტში, რაც გულისხმობს სირიის მხრიდან აღიარების უკან გაწვევას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. პრაქტიკულად ყველაფერი მზად როცა იყო, რათა მართლაც მხარი დაეჭირა ქართულ დელეგაციას ამ ტექსტისთვის, ცალკეული ქვეყნების, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ და ჯო უილსონის ამ ოდიოზური „დიფ სთეითის“ ხელით მოხდა ისეთი ცვლილებების ინიციირება, რომელიც არის პირდაპირპროპორციულად საწინააღმდეგო იმ რეალობის, რაც საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა დელეგაციამ ამას მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა სრული ტყუილი, ცოტა ხანი ყიჟინა დასცეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა საკუთარ სისულელეზე, რომელსაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და მალევე გამომჟღავნდა ეს სიცრუე“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები