შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში – ეს მათი პრობლემაა

,,კვირები დარჩა სანამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში – ეს მათი პრობლემაა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ანტიქართულ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს.

„ეს არის უკვე გაცხადებულად ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფები და არც მათი მონაწილეობით მოემატება რამე ამ ყველაფერს და არც მათი არ მონაწილეობით დააკლდება საერთოდ რამე არჩევნებს. ქართველი ხალხი რომ ამ პარტიებს მანდატს არასდროს არ მისცემს, ეს ჩანს თუნდაც მათი ქცევიდან. ვისზე დადო ფსონი იმ ე.წ ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის და რომელი ქვეყნის ელჩები იყვნენ ჩართული პირდაპირ იმისთვის, რომ მოეყვანათ ხელისუფლებაში ვინ – სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები, თაღლითები, ადამიანები რომლებიც დემოკრატიას არ აღიარებენ. შემდეგ გამოდიან ეს უცხოელი ელჩები თუ პოლიტიკოსები და გველაპარაკებიან ღირებულებებზე? აბსოლუტურად ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ ფავორიტებად ამორჩეული. ასე რომ მათ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი მაშინ, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას, მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, მაშინ დაღუპეს თავი როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე. ხან ერთ ქვეყანაში სხედან, ხან მეორეში , ვინმე გინახავთ რეგიონში რომ ჩადიოდეს, რაიმე აქტივობა რომ ჰქონდეს? ერთადერთი სადაც დადიან, ესაა საზღვარგარეთ, იმისთვის რომ მიიღონ ინსტრუქცია და დაბრუნდნენ ამ ინსტრუქციის შესასრულებლად“, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები