შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი: ჩემი თხოვნაა, რომ აბიტურიენტებმა გამოცდებზე არ დაიგვიანონ
,,დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა, „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
წერეთელი აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ გამოცდებზე არ დააგვიანონ.
„საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე დარეგისტრირებულებიდან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, მეორე სესიაზე – 94%-ზე მეტი. დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე. მიუხედავად ჩვენი დიდი გაფრთხილებისა. პირველ სესიაზე რეგისტრაცია იწყება 08:00 საათზე, ხოლო მეორეზე 14:00 საათზე. ჩემი თხოვნაა, რომ არ დაიგვიანონ და ზუსტად ამ დროს გამოცხადდნენ, რადგან დაგვიანებული, როგორც ახლა და წინა წლებშიც ასე იყო, არ დაიშვება გამოცდაზე“, – აღნიშნა წერეთელმა.
ცნობისთვის, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.