ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდადებული მონაწილეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდადებულთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პენიტენციურ სისტემაში უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, მათ შორის, უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მასალებზე წვდომა და საჭირო ტექნოლოგიური საშუალებები. სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი”, რომელიც მსჯავრდადებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდადებულთა განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვას.