“დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი” – გამოცდების ეროვნული ცენტრი
“ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი.
“ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.