იონათამიშვილი – USAID-ის დახურვაზე: ის ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობდნენ USAID-ის დაფინანსებით, არიან საკმაოდ შეშფოთებულები, ვინაიდან მათ რესურსი დესტრუქციისთვის გამოეცალათ

“ის ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობდნენ USAID-ის დაფინანსებით არიან საკმაოდ შეშფოთებულები, ვინაიდან მათ რესურსი დესტრუქციისთვის გამოეცალათ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, USAID- ის დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია ეტაპი არის და შემდეგი ეტაპი რა თქმა უნდა დიპლომატიასთან დაბრუნება უნდა იყოს, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობების და კეთილსინდისიერების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. რომელიც გამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები