ოთარ გრიგოლია ეუთოს გენმდივნის განცხადებაზე: პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის – ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განზრახული და “კარგად” ორგანიზებული მცდელობა
პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს, აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის. სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ არჩევნების გაყალბების არცერთი საბუთი და გამართული არგუმენტი,- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, ქართული ოპოზიციის მიერ მოსახლეობისადმი უსამართლო მოპყრობაზე.
მისივე თქმით, ეს იყო საქართველოს არევის წინასწარ განზრახული და „კარგად“ ორგანიზებული მცდელობა.
„ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ასახავს მოსახლეობის ნებას და ოპოზიცია, რომელიც არ შევიდა პარლამენტში პატივს არ სცემს თავისივე ამომრჩეველს, რას ნიშნავს?
პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს, აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის. სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ არჩევნების გაყალბების არცერთი საბუთი და გამართული არგუმენტი.
ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განზრახული და “კარგად” ორგანიზებული მცდელობა“,- წერს ოთარ გრიგოლია.
ცნობისთვის, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ : „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევნების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს“.