ქართული ღვინის წარდგენა მიუნხენში გაიმართა

გერმანელი ღვინის მაგისტრის, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) ღვინის ონლაინკურსებს „Cellar Class“ (https://www.cellarclass.com/), ქართულ ღვინის სასწავლო კურსი დაემატა. ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კურსის ფარგლებში, ქართული ღვინის სემინარი-წარდგენა მიუნხენში გაიმართა.

ქართული ღვინის ონლაინ კურსი ინფორმაციას მოიცავს, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაციებს შესახებ. ღვინის მაგისტრმა კურსისთვის სპეციალურად შეადგინა სასწავლო წიგნი და წერითი ტესტები. კურსი შედგება 8 მოდულისგან და გათვლილია ღვინის მოყვარულებისა და მომხმარებლებისთვის. კურსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.cellarclass.com/cellar-class-georgian-course

კონსტანტინ ბაუმი გერმანიაში ყველაზე ახალგაზრდა ღვინის მაგისტრია და ასევე ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღვინის YouTube არხს:

https://www.youtube.com/@KonstantinBaumMasterofWine

არხს 185 ათასი გამომწერი და მილიონობით ნახვა აქვს.

ბაუმს, საკუთარ ონლაინ მაღაზიაში (baumselection.com), წარმოდგენილი აქვს პერსონალურად შერჩეული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონსტანტინ ბაუმი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და სტუმრობდა ქართული ღვინის მარნებს. ის რეგულარულად ატარებს ქართული ღვინის დეგუსტაციებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი – გერმანია, 2020 წლიდან ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზართა ჩამონათვალს დაემატა და დღეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად იმკვიდრებს ადგილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები