გივი მიქანაძე: სრული მზაობა არის, რომ 2025 წლის ეროვნული გამოცდები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს
„დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, 2025 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო, „- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„საქართველოს მასშტაბით 39 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი წარმატება ვუსურვო. მათ თავისი ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. არ არის რეგიონი, რომელშიც არ ტარდება გამოცდები. წინასწარი სამუშაოები, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა სხვადასხვა უწყებასთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობაში, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სრული მზაობა არის, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.