რუსმა ოკუპანტებმა კნოლევიდან პირუტყვი გაიტაცეს

 

    ქარელის რაიონ სოფელ კნოლევში ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსულმა სამმა პირმა ფრიდონ ფილიშვილის პირუტყვი გაიტაცა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია საქართველოს კონტროლის ქვეშ არის, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებენ,
„აქ სულ დავდივართ, ყოველდღე დაგვყავს პირუტყვი. ასეთი რაღაც ჯერ არ მომხდარა. ეგენი ტყიდან ჩამოვიდნენ. ხმაური შემომესმა. როგორც რაციაში ჩაილაპარაკო, ისეთი ხმა იყო. მე გადავხტი, მივიმალე. ჩემი მოზვერი რომ წაუყვანიათ, მერე მივხვდი“, – განაცხადა სოფელ კნოლევის მცხოვრებმა ფრიდონ ფილიშვილმა.
„იმათ გაფრთხილებული ვყავდით, რომ სამას მეტრამდე არ შემოხვიდეთო, მაგრამ იმ სამას მეტრში არის ჩვენი მოსავალი. უნდა ავიღოთ, ამის უფლებაც კი არ გვაქვს, რატომ უნდა ავიდეთ ჩვენ შიშის კანკალით“, – აღნიშნა სოფელ კნოლევის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებიც და მავთულხლართებიც არის დამონტაჟებული. სამი პირი საქართველოს ტერიტორიაზე 300-400 მეტრით გადმოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები