სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს ქართული თეატრის ქომაგის საპატიო წოდება მიენიჭა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს ქართული თეატრის ქომაგის საპატიო წოდება მიენიჭა.
როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ბახტაძეს ეს წოდება იმერეთის თეატრალური ფესტივალი 2025-ის ფარგლებში მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მიერ გამორჩეულ მხარდაჭერას ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ.