ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას: პოლიტიკური ბოიკოტის ცნება სულ სხვაა და ის განმარტება, რომელიც ბატონმა გიორგიმ თქვა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს – მანდატები ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ, თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი იმჟამინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ, აღნიშნულ საკითხთან ერთად, სხდომაზე ასევე ისაუბრეს “გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეწყვეტაზე.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის მანდატებთან დაკავშირებით, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტშია, სიცრუის ტირაჟირება უწოდა.

„ბატონო გიორგი, შეიძლება თქვენ ეს იცით, მაგრამ შეგნებულად სიცრუის ტირაჟირებას ეწევით, მაინც მოსახლეობისთვის რომ ნათელი იყოს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ეს რეგლამენტი მიღებული არ არის მხოლოდ ამ, ან წინა, ან იმის წინა მოწევის პარლამენტის მიერ, ეს არის უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ამ რეგლამენტის ეს ძირითადი მუხლები მუშაობს. ანუ პოლიტიკური ბოიკოტი სულ სხვანაირად არის, პოლიტიკური ბოიკოტი არის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით უნდა მოვიდეს პარლამენტის წევრი ან ფრაქცია და სხდომის დაწყებისას, როცა რეგისტრაციას გაივლის, ეს კანონში წერია, პარლამენტის რეგლამენტში, უნდა ადგეს და თქვას, რომ მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია, პოლიტიკური პოზიცია – ბოიკოტი და დატოვოს სხდომა, აი ეს არის პოლიტიკური ბოიკოტი და არა ის, რისი  გასაღებაც თქვენ გინდათ ახლა პოლიტიკურ ბოიკოტად, ეს ერთი.
მეორე, ამავე რეგლამენტში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ როდესაც არ ესწრება პარლამენტის წევრი, არა თუ პლენარულ სესიებს აქ თავისი რაოდენობა რომ გროვდება ავტომატურად დგება ამ წევრის, თუ წევრების მანდატის შეწყვეტის საკითხი და ეს არ არის დამოკიდებული ვიღაცის გემოვნებაზე, ამავდროულად, ანალოგიური ვალდებულება უდგება პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრი არ ესწრება ამავდროულად საპარლამენტო კომიტეტების სხდომას, იმიტომ რომ ყველა პარლამენტის წევრს აქვს ვალდებულება და არა ნება-სურვილი, რომ იყოს კომიტეტში გაწევრიანებული. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ რომ იცოდეს ის განმარტება, რომელიც ბატონმა გიორგიმ თქვა აბსოლუტურად არ შეესაბამება კანონს, სიმართლეს და პოლიტიკური ბოიკოტის ცნება სულ სხვაა, მანდატები ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ, თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე. ეს არის თქვენი არჩევანი და არა ჩვენი,“-განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები