პაპუაშვილი – უნგრეთის ელჩთან შეხვედრაზე: ელჩს მადლობა გადავუხადე ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება ვუსურვე მის შემდგომ საქმიანობაში
“საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გავმართე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“აღვნიშნე ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.
ხაზი გავუსვი ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს და წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას.
ელჩს მადლობა გადავუხადე ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება ვუსურვე მის შემდგომ საქმიანობაში”, – წერს პაპუაშვილი.