“მე დავაყენე საკითხი, რომ შესწორება შეგვეტანა ჩანაწერში და შევთავაზე, რომ ეუთო მოუწოდებს სირიის ხელისუფლებას, სასწრაფოდ უკან წაიღოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“ამასთან ერთად, სირიას აღიარებული აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობაც და პრინციპში ჩემი შესწორება ასევე მოიცავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასაც. შესაბამისად, ასამბლეის წევრებმა ამ ჩემი შესწორებას დაუჭირეს მხარი და ეს აისახება საბოლოო დეკლარაციაში.
ყველას გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, პოლიტიკური ქულების ჩაწერა არის ყველაზე დიდი ფარსი,” – აღნიშნა სამხარაძემ.