გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის ძმა გადასულია ავანტიურისტულ მოქმედებებზე

“სალომე ზურაბიშვილის ძმა გადასულია ავანტიურისტულ მოქმედებებზე, რომელიც უპირისპირდება სხვა ქართველების ინტერესებს, “- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიასთან ოთარ ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„პოლიტიკით დაავადებულ ხალხთა სექტა წარმოიშვა. იმის მაგივრად რომ ევროპაში მცხოვრები ჩვენი დიასპორელები (ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი) სამაგალითონი იყვნენ ყველასათვის, სალომე ზურაბიშვილის ძმა გადასულია ავანტიურისტულ მოქმედებებზე, რომელიც უპირისპირდება სხვა ქართველების ინტერესებს. ასეთი დამოკიდებულებების დისტრიბუცია ხდება სალომე ზურაბიშვილის ძმის და მისი მსგავსი დიასპორელებისმხრიდან“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი პირად საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ძმა საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები