დავით მათიკაშვილი: ზურაბიშვილებში ნეპოტიზმი რომ საკმაოდ აქტუალურად არის წარმოდგენილი, ეს არ არის სიახლე
“ზურაბიშვილებში ნეპოტიზმი რომ საკმაოდ აქტუალურად არის წარმოდგენილი, ეს არ არის სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხდება სათვისტომოს გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის, სააკაშვილის მხარდაჭერისთვის და ა.შ.
„საფრანგეთის სათვისტომო და ქართველთა წარმომადგენლობა უცხო ქვეყნებში პირველ რიგში უნდა იქნეს გამოყენებული ამ ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. სახეზეა ის, რომ არ იმართება კონკრეტული ბიუროები, არ იმართება კონკრეტული წესით და დებულებით დადგენილი ფორმატები სათვისტომოს ფუნქციონირების. ხდება სათვისტომოს გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის, სააკაშვილის მხარდაჭერისთვის და ა.შ. ნათელია, რომ აქ არა ჯანსაღ ურთიერთობებსა და ჯანსაღ პოლიტიკურ მოცემულობას აქვს ადგილი, არამედ არის მცდელობა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი განახორციელონ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი საფრანგეთში, ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს. წევრებს ოთარ ზურაბიშვილი აიძულებს აქტივობას მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებასა და ხელისუფლების ცვლილების მიმართულებით.