დავით მათიკაშვილი: მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები რომ არიან გამსჭვალულნი სურვილით, რომ ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, სიახლე არაა
“მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები რომ არიან გამსჭვალულნი სურვილით, რომ ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, სიახლე არაა,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები რომ არიან გამსჭვალულნი სურვილით, რომ ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, სიახლე არაა. ტყუილებით მუდმივად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის, ინვესტორების დაშინებას. რაღაცებს პროგნოზირებდნენ ლარის დევალვაციაზე, ინფლაციის ზრდას და ა.შ. ეს ყველაფერი რომ არ მართლდება და პირიქით, ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს, ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია დაშვებულ ზღვართან არის, მათი წყობილებიდან გამოყვანის საფუძველია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა კახა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამჯერად ქვეყანა კრიზისს შემოდგომაზე უნდა ელოდოს.